ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
ქართველი ხალხი არ დაუშვებს თავისი ქვეყნის მოღალატეების, გამყიდველების ხელისუფლებაში დაბრუნებას, - განაცხადა თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ზავრადაშვილმა.
„ვიღაცა დარჩება [თვითმმართველობის არჩევნებზე] გარეთ. ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც გრძნობს, რომ უსამართლოდ მოექცა მათი რჩეული პარტიები, რომ არ დაკარგონ [ხმები], ვინმე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ტრიუკი. ასეც და ისეც, ქართველი ხალხი არ დაუშვებს თავისი ქვეყნის მოღალატეების, გამყიდველების ხელისუფლებაში დაბრუნებას“, - აღნიშნა ზავრადაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა უცხოელი პატრონებისგან დავალებები საბოლოოდ მიიღეს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 8 პარტია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ოქტომბერში პარტია „ლელოს“, არჩევნებზე ვიხილავთ. უფრო მეტიც, პარტია გარედან 15 მილიონი დოლარის დაფინანსებასაც მიიღებს და ჯამში თვითმმართველობის არჩევნებისთვის 50 მილიონ დოლარს დახარჯავს.