ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ის, რომ შენ შენი ამომრჩევლის ნება აი ასე გვერდზე მოისროლა და სხვის კარნახს დაემორჩილე, სხვისი მიზნების მიღწევის იარაღად იქეცი, საბოლოო ჯამში ბუმერანგივით გიტრიალდება

ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო არსებულ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება ოპოზიციონერების მიერ წარსულში გაკეთებული არჩევანის შედეგია.

„როდესაც პოლიტიკა არის მთლიანად ტყუილსა და მანიპულაციაზე დამყარებული, ის ადრე თუ გვიან ასეთ სავალალო შედეგებს იძლევა. ის, რომ შენ შენი ამომრჩევლის ნება აი ასე გვერდზე მოისროლა და სხვის კარნახს დაემორჩილე, სხვისი მიზნების მიღწევის იარაღად იქეცი აქ, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ბუმერანგივით გიტრიალდება. ეს შიდა არეულობა და ურთიერთდაპირისპირება სწორედ ამ ფუნდამენტური მიზეზებიდან გამომდინარეობს. იქ ასევე არის პირადი და პარტიული ეგოიზმი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.