ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
კოტე მათითაშვილის პოდკასტს ირმა სოხაძე სტუმრობდა და პლასტიკური ქირურგიისა და თავის მოვლის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა:
„მე არავის არც ვურჩევ პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს და არც არ ვურჩევ. 40-ს რომ მივუკაკუნე, მეგონა, რომ დამთავრდა ცხოვრება, რას ვგავარ, რაში გავლიე ეს ცხოვრება, ვერაფერი მოვასწარი – საშინელი დეპრესიული მომენტები მქონდა. მერე მივხვდი, რომ არანაირი აზრი არ აქვს. ინდივიდუალური მომენტია. ის კი არა, რომ
ჩემი თავი მომწონს და ვგიჟდები, მაგრამ ადამიანი რომ ბერდება, ეს კი არ უნდა გააპროტესტოს, უნდა შეჰყვეს, ცოტა ივარჯიშოს, ფეხით იაროს, უკეთესად იკვებოს, გოჭებსა და მწვადებზე უარი თქვას, სიგარეტზე… შენ მიჰყვები დროს და არ ეჩხუბები შენს თავს…
არ მიწყინონ ქალბატონებმა, მაგრამ არ მომწონს, რომ გოგონები ერთმანეთს ემსგავსებიან, ტუჩები ერთნაირები, ცხვირები ერთნაირი… შეიძლება, ვამეტებ, მაგრამ ჩემთვის მთავარია, არავის ჰგავდე, როგორიც ხარ, ისეთი უნდა იყო…“,- ამბობს ირმა სოხაძე.