1753102140
ირაკლი კობახიძე: არც ნოდარ მელაძეა სინამდვილეში „ნაცი“ და არც ლევან ხაბეიშვილი, ორივე არიან კორუფციის ბედკრული შვილები, როცა ფულზე იყიდება კაცი, იმას პოლიტიკური კუთვნილება აღარ აქვს

სადაც საქმე გვაქვს კორუფციასთან, იქ არ არსებობს პოლიტიკური კუთვნილება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.
პრემიერის შეფასებით, თუ კაცი არის კორუმპირებული, ის არ არის არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაცი“.
„გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა ჩემს განცხადებას და ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აფინანსებდნენ „ნაცებს“. ასეთი გზავნილები მოვისმინე. რეალურად, რაში იყო და არის საქმე, სადაც საქმე გვაქვს კორუფციასთან, იქ არ არსებობს პოლიტიკური კუთვნილება. კორუმპირებული არის კორუმპირებული. თუ კაცი არის კორუმპირებული, ის არ არის არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაცი“. მაგალითები დავასახელე „ნაცების“ შემთხვევაში, არც ნოდარ მელაძეა სინამდვილეში „ნაცი“ და არც ლევან ხაბეიშვილი. ორივე არიან კორუფციის ბედკრული შვილები, ნოდარ მელაძეც და ხაბეიშვილიც. როცა ფულზე იყიდება კაცი, იმას პოლიტიკური კუთვნილება აღარ აქვს. მართალია, „ნაცების“ ტელევიზიაში მუშაობს ერთი, „ნაცების“ თავმჯდომარე იყო მეორე, მაგრამ თუ ფულზე იყიდება კაცი, მას აღარ აქვს რეალურად პარტიული კუთვნილება. ორივე დაკავშირებულია „ნაცებთან“, პირდაპირ, ასე ვთქვათ ინსტიტუციურად ერთი „ნაცების“ ტელევიზიის ლიდერია და მეორე არის „ნაცების“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ არცერთი არ არის „ნაცი“, ორივე არის კორუმპირებული, ფულზე გაყიდული. იგივე ეხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც მე ვგულისხმობდი. რა თქმა უნდა, არ შევალ სახელებში და გვარებში, მაგრამ რეალურად, იგივე ეხება ამ ადამიანებსაც, ესენიც არ იყვნენ „ქართული ოცნება“. როდესაც ადამიანი ფულზე იყიდება, იმას აღარ აქვს პარტიული კუთვნილება. იქ არის უკვე ვიწრო, სუბიექტური, მერკანტილური ინტერესები და ამასთან გვქონდა საქმე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ადამიანი ფულზე იყიდება, მას აღარ აქვს არავითარი, არც პარტიული კუთვნილება და არც არანაირი პოზიტიური კუთვნილება.ყველაფრის გამოძიება არის მნიშვნელოვანი, თუმცა გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვერ გაგცემთ პასუხს იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური სისტემა და გამოძიება არის კონკრეტული ორგანოების საქმე. მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, ამაზე პასუხის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ შესაბამის უწყებებს, სამართალდამცავ, ძალოვან სტრუქტურებს. შესაბამისად, მე ვერ ვიქნები ამ შეკითხვის ადრესატი. ზოგადა, რა თქმა უნდა, ყველაფრის გამოძიება არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.