ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1746562552
სურვილი ერთია, რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს მათი მონა-მორჩილი ხელისუფლება, რომელიც თვალდაუხამხამებლად გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პატრონების ინტერესების დასაცავად, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერაზე საუბრისას.
წამყვანმა მას ჰკითხა, შეფასებების გარდა, რა გაიგო კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტიდან მან, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელმა.
„ვნახე კადრები, ამ აქტის სულისჩამდგმელები და აქტორები - ბატონი უილსონი და მისი მეგობრები საქართველოსთან მიმართებით ხშირად ახსენებენ სიტყვა „კოშმარს“. არ მინდა პასუხგაუცემელი დავტოვო მათი აგენტურული ქსელი საქართველოში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სახით, რომ კოშმარი არის სწორედ ის ჩრდილოვანი ოლიგარქიული მმართველობა, ე.წ. „დიფ სთეითი“, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. სანქციებზეა საუბარი. ჯერ ისიც საკითხავია, ვისთვის აწესებენ სანქციებს. გულისხმობენ იმ ხალხს, ვინც ჩვენი ქვეყანა მშვიდობიან გზაზე ატარა, რომ ქვეყანა ომის ქარცეცხლში არაა გახვეული?! ეს [აქტი] ერთადერთ რამეზეა გათვლილი, რომ ჯო უილსონის და მისნაირების მიერ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს Proxy სახელმწიფოდ - მათი ინტერესების გამტარად.
ძალიან მარტივია, მათ სჭირდებათ საქართველოში ყურმოჭრილი მონა ხელისუფლება, რაც ვერ გამოუვიდათ და ვერც გამოუვათ, სანამ „ქართული ოცნებაა“ პოლიტიკურ სივრცეში და სანამ ქართული საზოგადოება არსებებს, რომელიც ძალიან მკაფიო პასუხს ეუბნება ჯო უილსონს და მისნაირებს აშშ-ში და EPP-ის წარმომადგენლებს. სურვილი ერთია, რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს მათი მონა-მორჩილი ხელისუფლება, რომელიც თვალდაუხამხამებლად გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პატრონების ინტერესების დასაცავად. „მეგობარი აქტის“ მიზანი არის ის, რომ შექმნან პოლიტიკური საკენკი და ამ სიტყვას სპეციალურად ვხმარობ. საკენკი დაუყარონ იმ დაჯგუფებებს, რომ მათ აქ [საქართველოში] როგორღაც იფუნქციონირონ და ისტორიულ მინიმუმამდე დასულ ამომრჩეველთან პოლიტიკური ამინდი შექმნან“, - აღნიშნა კირცხალიამ.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 42 კონგრესმენი.