მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
"თქვენ ნახეთ, რომ საკმაოდ სერიოზული დარტყმა განახორციელეს ყულევის პორტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც სრულიად უსამართლოდ, ყულევის პორტის დასანქცირების იდეა მოუვიდა ვიღაცას თავში, დაწერა ქაღალდზე და შესთავაზა ევროკავშირის მხარეს, რომ სანქციები დაეწესებინათ ყულევის პორტისთვის იმ პირობებში, როდესაც არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამისათვის," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავის 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში".
მისივე განცხადებით, ქართულმა მხარემ ძალიან ინტენსიურად იმუშავა იმისთვის, რომ ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილიყო.
"ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად ვიმუშავეთ ევროპის მხარესთან იმისთვის, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი თუ მასალა წარგვედგინა, რომ თუკი რამე კითხვის ნიშანი არსებობდა, პასუხები გაგვეცა. ამ შრომამ თავის შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას. თუმცა, როდესაც ასე უსამართლოდ და უსაფუძვლოდ ხდება გარკვეული საკითხის აქტუალიზაცია, ძალიან რთულია გათვალო, ხვალ რა იდეები შეიძლება მოუვიდეთ თავში და რაზე მოგვიწიოს მუშაობა. ერთი, რაც გვაძლიერებს ამ პირობებში, არის ის სიმართლე და კეთილსინდისიერება, რომელიც არის ჩვენს მხარეს," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.