იმედი გვაქვს, თამარ ტალიაშვილი ერთ-ერთი წარმატებული ელჩი იქნება საქართველოს დიპლომატის ისტორიაში, საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობის მკვეთრ გაუმჯობესებას ველოდებით - გია ვოლსკი

ვოლსკი

თამარ ტალიაშვილი თავისი ინტელექტუალური დამოკიდებულებით იმედს გვიტოვებს, რომ ერთ-ერთი წარმატებული ელჩი იქნება საქართველოს დიპლომატის ისტორიაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის მოლოდინი აქვს, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუმჯობესდება.

„დიპლომატიაში ანა-ბანაა, რომ სახელმწიფოთა ურთიერთობები მრავალ ასპექტს მოიცავს. რასაკვირველია, აქ ელჩის თემა მთავარი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ასპექტი და მიმართულებაა. ასევე გამოხატულებაა სახელმწიფოთა შორის ურთიერთდამოკიდებულების. ბევრი სახელმწიფო ერთმანეთთან საკმაოდ მძიმე და ხისტ დამოკიდებულებაშია, მაგრამ საელჩოები მუშაობენ და მთავარი ამოცანაა, გარკვეულ საკითხებზე ურთიერთობები მოგვარდეს. ეს არის ელჩის დანიშნულება. თამარ ტალიაშვილი თავისი ინტელექტუალური დამოკიდებულებით იმედს გვიტოვებს, რომ ერთ-ერთი წარმატებული იქნება საქართველოს დიპლომატის ისტორიაში. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის მკვეთრ გაუმჯობესებას ველოდებით, რადგან ამაში წვლილიც ბევრი გვაქვს შეტანილი და მცირე რესურსების მიუხედავად, ყოველთვის ამერიკის გვერდით ვიდექით, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.