გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1759845307
ჩვენ აღნიშნულ ქვეყნებს არ მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ მათი ცალკეული დიპლომატები, არამედ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნების ისტორიული მეგობრობა იმსახურებს. ეს უფრო ძვირფასია ჩვენთვის და პერსონალურად და პიროვნულად არაფერი გადაგვაქვს. მიგვაჩნია, რომ ეს მიუღებელია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ელჩებზე საუბრისას.
იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთად ზრუნავს და ერთად იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.
„ცალკეული ევრო ბიუროკრატები იქნებიან ისინი, დიპლომატები თუ უბრალოდ სხვა უწყების წარმომადგენლები, ფაქტია, რომ როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენს ქვეყანაზე უსამართლო და სუბიექტური განცხადებებით ვერანაირ ნეგატიურ გავლენას ვერც ახდენენ და ვერც მოახდენენ. ჩვენ ვიცით, რომ მივდივართ სწორ გზაზე, ვინაიდან საუკუნეებია საქართველო ასეთი თავისთავადი არასდროს ყოფილა. დღეს სახელმწიფო არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს, მისი დამოუკიდებლობის ისტორიაში.
დღეს ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთად ზრუნავს და ერთად იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს ყველაფერი სამართლიანი, სწორი და ჯანსაღი მიდგომებით არის განპირობებული. დღეს ჰერჩინსკის განცხადებას რომ ვუსმენდი და მის ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციას, ერთი ქართული ანდაზა გამახსენდა, როდესაც თევზი ამბობს, რომ სათქმელი ბევრი აქვს, მაგრამ პირი წყლით აქვს სავსე. სწორედ ამ მდგომარეობაში იყო. თვითონაც კარგად გრძნობს და ეუხერხულება ამ უსამართლო კონტექსტში საკუთარი დიპლომატიური კარიერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რადგან დღეს ის არის არა დიპლომატი, არამედ ის არის გარკვეული პოლიტიკური ძალების გარე სპიკერი.
სიმართლე თავის გზას ყოველთვის იპოვის, რადგან ჩვენს მხარეს არის არგუმენტები, ობიექტური შეფასებისთვის ყველა შესაბამისი სტანდარტი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას მოუწევს აღიარება და ქედის მოხრა ქართველის ხალხის წინაშე“, - აღნიშნა რატიო იონათამიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, მმართველი გუნდის პოზიცია პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა და აღნიშნა, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა და ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები არ უნდა დაძაბოს. უმრავლესობის ლიდერის თქმით, საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ამის მიუხედავად ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ მოთმინების პოლიტიკას ატარებს და თავს იკავებს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან.