გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ბედავ და ქვეყნის ბედის თავდაყირა დაყენება გინდა, რა თქმა უნდა, მოგეზღვება, რაც სამართლიანია

გურამ მაჭარაშვილი

რა ლოგიკას ავითარებენ, ვერ გეტყვით, რადგან მას ან მამამისს ლოგიკა რომ ჰქონოდათ, მაშინ იქ არ იჯდებოდა, ახლა სადაც ზის, სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ სამართლიანია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „როცა ბედავ და ქვეყნის ბედის თავდაყირა დაყენება გინდა, რა თქმა უნდა, ის მოგეზღვება, რაც სამართლიანია“.

„ეს ზღაპრები იქ მოყვნენ, სადაც სჯერათ. პაატა ბურჭულაძე საჯაროდ ამბობდა, რომ რევოლუციური სცენარის განვითარებას და დამხობას აპირებდა. ამბობდა, მშვიდობიანად მოვდივართ, მაგრამ საბრძოლველადო. თავისი მხარდამჭერები მოატყუოს, აბა, საბრძოლველად მიდის და მშვიდობა რა შუაშია? – მისი შვილი აღიარებით ჩვენებას იძლევა, რადგან ამბობს, რომ სპეცრაზმი მის მხარეს გადადიოდაო. საიდან სჯეროდათ? – ერთი ადამიანიც ვერ დაასახელეს, ვინც გადაიბირეს. მამამისს ბრალს სდებს, რომ დამხობას აპირებდა. სჯობს, გაჩუმდეს. აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ მამამისს ძალოვანი უწყებების მოსყიდვა და ხელისუფლების დამხობა უნდოდა. პრაქტიკულად, მამამისს ბრალს უღიარებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.