1765779758
გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხებული არიან, მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის
ილუზიები, რომელიც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იქმნებოდა, 4 ოქტომბერს, საღამოსვე გაქრა. ამბოხის მონაწილე და მეთაურები ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ და დაასრულებდნენ, მართლაც ასე გააკეთეს – ამბოხის მცდელობა 4-ში დაიწყეს და 4-ში დასრულდა წარუმატებლად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხებული არიან“.
„საჯარო მოწოდებები ჰქონდათ – აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლეში ყავის დასალევად რომ არ ეპატიჟებოდნენ, ეს იქვე ჩანდა. პრეზიდენტის სასახლის შტურმს აპირებდნენ და რომ მივიდნენ, ამის მცდელობაც ჰქონდათ. ეს მტკიცებულებები გამოძიებაში დევს და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება. ეჭვი არავის ეპარება და ფაქტია, რომ დამხობისა და შტურმის მცდელობა იყო, დანაშაულები სახეზეა. 4 ოქტომბერს იდეა გადატყდა და დამხობის იდეა საბოლოოდ დასამარდა. „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხებული არიან და მათ გადატვირთვა უნდათ. მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.











