1753472160
გრძელდება პროცესი, რაც საქართველოს წინააღმდეგ სამი წელია, დაწყებულია, ეს არის ეროვნული ხელისუფლების შეცვლის მცდელობა - გურამ მაჭარაშვილი

„დიფ სთეითის“ ლუსტრირებაა, როცა იმ დონეზეა დაბოღმილი, გაღიზიანებული ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ბოლო ურთიერთობის შანსის განადგურებასაც ცდილობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „სამწუხაროდ, ის პროცესი გრძელდება, რაც საქართველოს წინააღმდეგ სამი წელია, დაწყებულია“.
„ეს არის საქართველოში ეროვნული ხელისუფლების შეცვლის მცდელობა სხვადასხვა მეთოდით. ეს მეორე ფრონტის გახსნით, კანდიდატის სტატუსის მოცემულობით, შანტაჟით, საარჩევნოდ „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ ელჩების ჩართულობით, რევოლუციის ოთხი მცდელობით ვერ შეძლეს, ახლა ბოლო ე.წ. კოზირის, უვიზო მიმოსვლის გამოყენება უნდათ. უვიზო მიმოსვლა დამსახურებულად მიღებული ორმხრივი სარგებელია. ვიზალიბერალიზაციით მხოლოდ ქართული სახელმწიფო არ სარგებლობს, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით ევროპის ქვეყნებიც სარგებლობენ, სადაც ჩვენი მოქალაქეები ჩადიან. „დიფ სთეითის“ ლუსტრირებაა, როცა იმ დონეზეა დაბოღმილი, გაღიზიანებული ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ბოლო ურთიერთობის შანსის განადგურებასაც ცდილობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.