წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და სოსო გოგაშვილი ერთმანეთს არ იცნობდნენ და შესაბამისად, სოსო გოგაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები არის სიცრუე.
„განცხადება რაც გააკეთა ბატონმა სოსო გოგაშვილმა არის ტყუილი, სრული სიცრუეა, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ბიძინა ვერანაირად ვერ დაავალებდა ვერაფერს, რადგან ის არ იცნობდა მას, მეორე - როგორ წარმოგიდგენიათ, მე ვიყავი ხელმძღვანელი რატომ დაავალებდა გოგაშვილს, როდესაც არც იცნობდა ადამიანს, ან რა უნდა დაევალებინა?!“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.