თბილისის ორ ქუჩაზე მოძრაობა 4 თვით იზღუდება - ნახეთ, დეტალები
1747828387
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე პოლიტიკის კოორდინაციისა და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, ბიორგ სენდკიაერის შეხვდა.
"შეხვედრაზე საქართველოს მიერ გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება განიხილეს. გივი მიქანაძემ გენერალური მდივნის თანაშემწეს მიაწოდა ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რასაც ხელისუფლება ახორციელებს მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად.
ბიორგ სენდკიაერმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და გაწეულ საქმიანობას და იმედი გამოთქვა, რომ გაერო-ს სტრუქტურებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ხაზი გაესვა 2026 წელს საქართველოში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმის ჩატარების მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს აქტიური როლი კარგი მმართველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით. აგრეთვე აღინიშნა საქართველოს პოზიტიური როლი სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის მედიაციაში.
მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ კომუნიკაციასა და ინფორმაციის რეგულარულად ურთიერთგაცვლაზე", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაში მონაწილეობდა გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.