გიორგი ვოლსკი: ბაჩიაშვილი გადავიდა რაღაც პოლიტიკურ ასპექტებზე, ჯეიმს ბონდის სცენარების მოყოლაზე და საგარეო კურსთან დაკავშირებით შეფასებებზე. რა შუაშია პოლიტიკური ასპექტი?!

გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ბაჩიაშვილი გადავიდა რაღაც პოლიტიკურ ასპექტებზე, რაღაც განცხადებებზე, კონსპირაციაზე, რაღაც ჯეიმს ბონდის სცენარების მოყოლაზე და საგარეო კურსთან დაკავშირებით შეფასებებზე. რა შუაშია პოლიტიკური ასპექტი იმასთან, რასაც ჰქვია ათეულობით მილიონი დოლარისა თუ ბიტკოინის მოპარვა?!

დაცვის მხარეს და ბრალდების მხარეს საკმაოდ სერიოზული საშუალება აქვთ, იყვნენ თანაბარ პოზიციებში. ეს ის პერიოდი არ არის, როდესაც ბაჩიაშვილის ადვოკატები მართავდნენ ამ ქვეყანას.

მოგონილი თემაა საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, არის ერთ-ერთი რესურსი იმისთვის, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია დღეს მხარეებისგან დასკვნით სიტყვებს მოისმენს.

საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 9 ათასი ბიტკოინის გადახდა დააკისრა.