„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარ დამფინანსებლებთან, სპონსორებთან და უფროსებთან კონტაქტი აქვს, თავად მიდიან და გარე აქტორებს ეხვეწებიან, გადაწყვეტილებები იყოს მიღებული საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
გიორგი გაბუნიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე. კერძოდ, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ლიტვაში IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მიერ მოწყობილ კონფერენციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი ჩემთან გაერთიანებაა. ამაზე ამ ოპოზიციონერებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მიშასთან არ გვინდა, ეს ჩვენს მომხრეებს არ სურთო და მიშა ერთიანობის ჩამშლელიაო“.
გაბუნიას შეფასებით, მთელი უბედურება ისაა, რომ ამ ყველაფერს საკუთარი ნებით აკეთებენ.„კონკრეტულ შეხვედრაზე რა და როგორ ითქვა, ამაზე თავად საუბრობენ. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ეს ადამიანები გარიგებაში არიან უცხოელ აქტორებთან. კითხვა მაქვს, რატომ უნდა მსჯელობდეს უცხოელი პოლიტიკოსი, დიპლომატი თუ ექსპერტი საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ამ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს ეძახიან და ვითომ ქვეყნის მომავალზე შესტკივათ გული? რატომ უნდა იღებდნენ ისინი ასეთ დავალებებს უცხოელი აქტორებისგან, თუ გარიგებაში არ არიან შესული? – სააკაშვილი მათ იდეურ ლიდერად დღემდე რჩება. ფაქტი ფაქტია და ეს ერთი ძალაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დასრულდეს. აგენტობა ცალმხრივი აქტი არ არის, ეს ორმხრივია – ესენი თავად მიდიან და გარე აქტორებს ეხვეწებიან, გადაწყვეტილებები იყოს მიღებული საქართველოს წინააღმდეგ. ამ ადამიანების მთელი უბედურება ისაა, რომ ამ ყველაფერს საკუთარი ნებით აკეთებენ. სააკაშვილზე უკეთესი რომელია? თუ ისინი თვლიან, რომ სააკაშვილი მათთვის წამგებიანია პოლიტიკაში, მასზე უკეთესი ავტორიტეტი რომელი ჰყავთ, გვარამია და ჯაფარიძე? – საუბარია ცუდსა და უარესს შორის. ეს ადამიანები გაკოტრებული, ნულს ქვემოთ მყოფი ძალაა, რომელთაც არანაირი რესურსი არ აქვთ. თუ ფასადურად ცდილობენ, რომ სააკაშვილს გაემიჯნონ, ვერ გაემიჯნებიან, რადგან ხელისუფლების პერიოდში და შემდგომაც, ლიდერად სააკაშვილს განიხილავდნენ. სააკაშვილი მათი იდეური ლიდერია, ამაშია საქმე. მათი იდეაა, რომ ქვეყანა მუდმივად იყოს მართული, გარე ძალებზე დამოკიდებული და ასე საგარეო მითითებებს დაემორჩილოს. ამ იდეაში ისინი ერთიანები არიან. მათ ღირებულებათა თანხვედრა აქვთ და ამას ვერ გაექცევიან, რაც არ უნდა უნდათ. ეს ერთიანი კოლექტიური ძალაა, რომელსაც რა მომავალი აქვს, ამას ვიხილავთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.