ღაზაში, ბოლო 24 საათში, თავდასხმებს 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ჰოსპიტალზე დარტყმისას 13 პაციენტი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება, მასშტაბური აფეთქებები იყო გამთენიისას ღაზაში. კონფლიქტის ზონაში "ცახალი" სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდასხმებს 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დარტყმა განხორციელდა ჯაბალიაში მდებარე ჰოსპიტალზე, ჩამოიშალა სამედიცინო დაწესებულების ზედა სართული, დაიღუპა 13 პაციენტი.

პალესტინური ანკლავის მთელს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კატასტროფაა, მისიების ინფორმაციით, მოსახლეობის მეოთხედს შიმშილი ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება 2 მარტიდან არ შედის.