„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1779633716
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
ზუსტდება, რომ კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში გავრცელდება.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მეორე ცვლილების თანახმად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, 2010 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
ასევე, სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება 2005 წლამდე ჩარიცხული პირის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც კვალიფიკაციის მინიჭების დროს ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას.
2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებული იქნება მაგისტრის დიპლომთან.
სხდომაზე ასევე განიხილეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას შეეხება.
ცვლილების თანახმად, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება აღარ იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია. ის სრულად განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კომპეტენციად.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.