1750437508
გამოწვევებზე რეაგირება არის ჩვენი ვალდებულება და სწორედ ამ ჭრილში, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა - რატი იონათამიშვილი ქონებრივი ზიანის ანაზღაურების კანონზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გამოწვევებზე რეაგირება მათ ვალდებულება და სწორედ ამ ჭრილში, ქონებრივი ზიანის ანაზღაურების კანონპროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა.
მისი თქმით, ეს ინიციატივა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია
"გამოწვევებზე რეაგირება არის ჩვენი ვალდებულება და სწორედ ამ ჭრილში, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. სამწუხაროდ, თქვენც აღნიშნეთ და გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც წინასწარ განზრახვით ხდება გარკვეული პირების დაზარალება, ქონების მითვისება სხვა ტიპის დანაშაული და შემდეგ, დამნაშავეებს ურჩევნიათ ან სასჯელი მოიხადონ ვიდრე აანაზღაურონ, ან ისე ხდება, რომ ამ ქონების გადამალვა ხდებოდა. შესაბამისად, ამ დროს როგორც სახელმწიფოს, ასევე დაზარალებულის მთავარი მიზანი არის დარღვეული უფლებების სწრაფი აღდგენა და ამ ჭრილში უნდა უყურებდეს სახელმწიფო ამ პროცესებს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.