გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი შეხვედრას დღეს დილიდან პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს. დაგეგმილია აუდიენცია პრემიერთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის განსახილველი საკითხები იქნება: საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლის იუბილე, COVID-19-ის კრიზისის შემდგომი აღდგენა, მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელება, მდგრადი ტურიზმი, ახალგაზრდებისა და ქალთა საკითხები.