1761579368
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას მინდა მივულოცო 80 წლის იუბილე, ეს მნიშვნელოვანი თარიღია - დავით სონღულაშვილი
მსოფლიო სურსათის დღე საქართველოში - თბილისში ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები, აკადემიური წრეების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქცენტი გაკეთდა აგროსასურსათო სისტემებზე, კვების პროდუქტებსა და არსებულ გარემოზე.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, მათი ამოცანა და მიზანია, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქცია ჰქონდეთ და სრულად იყოს გამართული ღირებულებათა ჯაჭვი.
"გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას მინდა მივულოცო 80 წლის იუბილე. მნიშვნელოვანი თარიღია. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს მსოფლიო უსაფრთხო სურსათის ხელმისაწვდომობაზე. ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ გვქონდეს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქცია და სრულად იყოს გამართული ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც უზრუნველყოფს და შესაძლებლობას აძლევს ქართულ პროდუქციას, წარმოშობის ადგილთან ერთად, აგრეთვე იყოს მაღალი ხარისხის მაჩვენებლის სიმბოლო", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.










