„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
The Financial Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნატოს გენერალური მდივანი შეერთებულ შტატებს სთხოვს, უკრაინა არ აიძულოს, მიიღოს არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმება. გამოცემა წერს, რომ მარკ რუტე, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველს, მაიკლ უოლცს შეხვდება. The Financial Times-ის ცნობით, უკრაინას თუ თავს მოახვევენ „სამშვიდობო რეგულირებას“, რომელიც, უპირველეს ყოვლისა მოსკოვს აწყობს, მაშინ მთელი ევროპის უსაფრთხოება აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ.
ამასთან, ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ ტრამპის წინადადება, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებას ეხება, შესაძლოა, ვაშინგტონსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდეს. The Financial Times-ის ცნობით, არ არის გამორიცხული, ამის გამო ჩაიშალოს ნატოს სამიტი, რომელიც ჰააგაში 24-25 ივნისს არის დაგეგმილი.