ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია დიდწილად დამოკიდებულია როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პოზიციებზე, ამ პროცესის ცალმხრივად წარმოჩენა არასწორია - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია დიდწილად დამოკიდებულია როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პოზიციებზე, ამ პროცესის ცალმხრივად წარმოჩენა არასწორია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.

„უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად და, ზოგადად, პოლიტიკურად, ამ პროცესის წარმატებით დასასრულებლადაც. ეს რა თქმა უნდა, არის ორმხრივი პროცესი.

ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს დიდწილად დამოკიდებულია როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პოზიციებზე. ბუნებრივია, ცალმხრივად ამ პროცესის წარმოჩენა არასწორია და არ არის მართებული. ეს არ არის პროცესი, რომელიც მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული. დიდწილად ეს არის დამოკიდებული ევროკავშირისა და ნატო-ს მხარეზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.