მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
რა თქმა უნდა, ესტონეთი საქართველოს მომავალს ჩვენი უსაფრთხოების ოჯახში, ნატო-ში ხედავს, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მატი რაიდმამ მადრიდში, ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ, როგორც წევრები, ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მხარდაჭერისთვის ყველა საერთაშორისო ფორმატში, რათა მხარდაჭერილ იქნეს საქართველოს სურვილი, რომ იყოს ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის უსაფრთხოებისა და არქიტექტურის ნაწილი. დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ტერორისტულ ომს, რომლის წარმოდგენაც არავის შეგვეძლო. ეს ძალიან ძლიერი სიგნალი უნდა იყოს პარტნიორებისთვის, თუ რას ნიშნავს რეალურად უსაფრთხოება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენი განვითარების გეგმებით, წინ ივლით ნატო-ს წევრობისკენ და შეასრულებთ ყველა ამოცანას“,- განაცხადა მატი რაიდმამ.