ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს
1750250557
"გადაეხადათ ის ჯარიმა და არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება. ყველა ირჩევს თავის მომავალს, თავის გადაწყვეტილებას. ახლა [სურთ], დააბრალონ ვინმეს იმისთვის, რომ სურათი დახატონ, თითქოს აქ პოლიტპატიმრებს იჭერენ," - ეს განცხადება ოპოზიციის წევრებთან დაკავშირებით ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
საქმე ეხება ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებმაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადეს და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალათ.
"სავარაუდოდ, ამისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ ქალბატონი რაისა გამოვიდეს და თავისი რუსული აქცენტით თქვას, რომ საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ.
სინამდვილეში, გადაიხადე, შე დალოცვილო - როგორც ვაშაძემ, ხაზარაძემ და ჯაფარაძემ გადაიხადა და გარეთ იქნები. მაგრამ, როცა შენ სასამართლოს პატივს არ სცემ, აბუჩად იგდებ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და, შესაბამისად, ყველას მიეზღვება სამართლიანად," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.