ეკა სეფაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

ეკა სეფაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ისრაელის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართულებებს, ასევე განათლების, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებს.

მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს. როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც არაერთი კონფლიქტური და დაძაბულობის კერა არსებობს, საქართველო თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხოლოდ მშვიდობიანი გზით წარმართავს და ქვეყანაში სტაბილურ და მშვიდ გარემოს ინარჩუნებს.

ეკა სეფაშვილმა დიპლომატს ისრაელის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

✕