ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგში, ამერიკულ დღის წესრიგში, რომ ამოქმედდეს არა "მეგობარი აქტის“ სანქციები, არამედ სიკეთეები ქართველი ხალხისთვის - თინათინ ბოკუჩავა

თინათინ ბოკუჩავა

ქართული მხარე შეერთებული შტატებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება და გამოთქვამს მზადყოფნას, გადაიტვირთოს ურთიერთობები - კიდევ ერთი განცხადება ამ თემაზე პრემიერმა ცოტა ხნის წინ ჟურნლისტებთან გააკეთა.

პრემიერმა ისაუბრა იმ განცხადებაზეც, რომელიც პარლამენტმა მეგობარი აქტის საპასუხოდ მიიღო. 11 გვერდიან დოკუმენტში აქცენტი კეთდება ცრუ ბრალდებებზე, კონკრეტულ ფაქტებზე და დიფსთეითზე.

განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ძალისხმევას არ იშურებენ, რათა საქართველო კვლავ იყოს საერთაშორისო და ამერიკულ დღის წესრიგში.

"ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაშინგტონში. კონგრესის და სენატის გარდა შევხვდით ასევე უმაღლეს დონეზე ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებს, სადაც ხშირად იქმნება ასევე ამერიკული პოლიტიკა. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგში, ამერიკულ დღის წესრიგში, იმისთვის, რომ ამოქმედდეს არა "მეგობარი აქტის" სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ სიკეთეები ქართველი ხალხისთვის, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. ეს დაგვაბრუნებს დემოკრატიული განვითარების გზას, აღადგენს ჩვენს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - აცხადებს პარტიის "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.