საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი... - ამინდი ისევ იცვლება
1747474923
მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ხედავთ, როგორი ერთიანობაა და რაც მთავარია, ადამიანები გაერთიანებულები არიან სიყვარულის იდეის, ტრადიციული ფასეულობებისადმი ერთგულების იდეის გარშემო, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რომ კონკრეტული ძალები ცდილობდნენ, ქართული საზოგადოებისთვისაც მოეხვიათ თავს ხელოვნური და მანკიერი იდეოლოგია, ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.
„ჩვენ გვჭირდება ფასეულობების გარშემო ერთიანობა და მადლობა უნდა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს ამ დღის დაწესებისთვის, მადლობა უნდა გადავუხადოთ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, რომელიც მიუძღვება დღევანდელ მსვლელობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისა და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. დღევანდელი დღე არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი არის ძლიერი და მტკიცე და საზოგადოება დგას მტკიცედ ფასეულობების სადარაჯოზე.
იცით, რომ არის საკმაოდ პრობლემური ტენდენციები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც არის აბსოლუტურად ხელოვნური. კონკრეტული ძალები ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოებისთვისაც თავს მოეხვიათ აბსოლუტურად ხელოვნური, მანკიერი იდეოლოგია, თუმცა ხედავთ, რომ ამ ბრძოლაში ქართველი ხალხია წარმატებული და ქართული საზოგადოება მტკიცედ იცავს, სწორედ, ტრადიციულ ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რომელსაც ისტორიულად ეფუძნებოდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“, - განაცხადა პრემიერმა.