დავით მათიკაშვილი - რადიკალები და აგენტები მწარედ დამარცხდებიან, თუ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ეს საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი განაჩენი იქნება

დავით მათიკაშვილი

რადიკალები, ექსტრემისტები და აგენტები მწარედ დამარცხდებიან, თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ეს საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი განაჩენი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება არჩევნების ტელეფონებით ჩატარების საკითხს, მათიკაშვილის თქმით, ეს კომიკურია.

„აგენტისგან მკაფიო პასუხს ვერ მოისმენ, რადგან საკუთარი ნება-სურვილით არ მოქმედებს. მათ ამომრჩეველს იმედი იმდენჯერ გაუცრუეს, რომ დღეს რა პირით უნდა წარსდგნენ მათ წინაშე? – რეალურად, მათ ამომრჩევლის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერა არ აქვთ. არჩევნებში მათი მონაწილეობა კიდევ ერთხელ იმ დიდი უნდობლობის დემონსტრირება იქნება, რაც რადიკალებს აქვთ. რადიკალები, ექსტრემისტები და აგენტები 64 ოლქში მწარედ დამარცხდებიან, თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ეს საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი განაჩენი იქნება. მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, ესეც განაჩენი იქნება, როგორც პოლიტიკოსის. რაც შეეხება არჩევნების ტელეფონებით ჩატარებას, ეს უკვე კომიკურია და მათი დიაგნოზია გასარკვევი. მათი რეიტინგი ნულს ქვემოთ არის დაშვებული. ბურჭულაძის შვილს, თუ არ ვცდები, რაღაც აპლიკაციები აქვს და არც იმაში იქნება რაიმე გასაკვირი, ერთი-ორი კაპიკის გაკეთება თუ მოინდომა ტელეფონით არჩევნების ჩატარებაში. პაატა ბურჭულაძეს მერკენტილური ინტერესები დიდად და ღრმად ამოძრავებს, ეს ყველამ კარგად ვიცით“,  – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.