დასახელდა ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1749672502
მნიშვნელოვანია მუხროვანის ამბოხის გახსენება, იმის, თუ როგორ ცდილობდა სააკაშვილი ყურადღების გადატანის მიზნით ისეთი პროცესების პროვოცირება მოეხდინა, რასაც ადგილი არ ჰქონია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
„მნიშვნელოვანია მუხროვანის ამბოხის - სააკაშვილის მიერ დადგმული ინსცენირების კიდევ ერთხელ გახსენება. იმის, თუ როგორ ცდილობდა სააკაშვილი ყურადღების გადატანის მიზნით ისეთი პროცესების პროვოცირება მოეხდინა, რასაც სამართლებრივად და პრაქტიკულად ადგილი არ ჰქონდა, რასაც შეეწირა ხალხი. რამდენიმე ადამიანი სრულიად უსაფუძვლოდ დაიჭირეს. რა ხდებოდა სააკაშვილის დროინდელ ციხეში, საზოგადოებამ ეს კარგად იცის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ საქმესა და ჩორჩანას საგუშაგოს ამბავზე ისაუბრებენ.