არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ამერიკელი სენატორის ჯო უილსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ეხება.
„რას უხდიან ამ ადამიანს, ან რა აქვს ჯამაგირი, რის ხარჯზეც ის ამდენ ტყუილს კადრულობს. საქართველოსთან მიმართებით მისგან ცილისწამება, ცილისწამებაზე მოედინება და სამწუხაროდ, არაფერზე ამბობს უარს, ოღონდაც თავისი გეზი გააგრძელოს, რაც ჩვენი ქვეყნისადმი სრულად მტრულ დამოკიდებულებას გულისხმობს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ეხმიანება. კონგრესმენი სტატუსში „მთავარი არხის“ (ვებგვერდიდან აღებულ) ქარდს აქვეყნებს, სადაც მამუკა მდინარაძის სიტყვები „მთავარი არხის“ მიერ ინტერპრეტირებული ციტატითაა მოყვანილი.