რას წერს მტკვარში მანქანის გადავარდნის დროს გადარჩენილი ბიჭი
1747339192
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მაისს 10:30-იდან 11:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში: თხინვალა, ზემო ლისი, მსხალდიდი, თელეების მიწა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გლდანი და გიორგიწმინდა, გლდანის მასივის ტერიტორია; 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჟინვალი, ბიჩნიგაურები, ჩინთი, უნდილაანი, ბოდავი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ვახტანგ ცინცაძის, როსტევანის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.