1747598145
დავით მათიკაშვილი - ანა წითლიძისგან მოხდა აღიარება, რომ არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება რატომ დაგეგმეს

ანა წითლიძის მხრიდან მოხდა პირდაპირი აღიარება, რომ არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა. სწორედ ცესკო-ს მიერ დადგენილი შედეგები არის რეალური და ნამდვილი. სწორედ ამ პროპორციას ესადაგება წითლიძის ეს განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ანი წითლიძე ამბობს, რომ არჩევნებში ზუსტად ის ციფრი და პროცენტები მიიღეს, რაც ცესკო-ს მონაცემებშია ასახული“.
მათიკაშვილის თქმით, არჩევნები არ გაყალბებულა და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას ვხედავდით.
დავით მათიკაშვილის განმარტებით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რატომ დაიგეგმა საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება.
„სხვათა შორის, ბოლო პერიოდში წითლიძე გულწრფელობით გამოირჩევა. არ ვიცი, ეს ქვეცნობიერია, თუ სხვა რამის დამსახურება, მაგრამ მისი მხრიდან ის სიმართლე ითქვა, რაც ცესკო-ს მონაცემები და არჩევნების შედეგები იყო. რადიკალები ავრცელებდნენ ცრუ მესიჯს, თითქოს არჩევნები გაყალბდა. კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, მათ ეს ყველაფერი რაში სჭირდებოდათ, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება რატომ დაგეგმეს? იქნებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მომხდარიყო დელეგიტიმაცია ხელისუფლების, „დიფ სთეითის“ მიზნები შესრულებულიყო და საქართველო მძიმე პროცესებში ჩართულიყო, რაც უკრაინაში ომს უკავშირდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

5 ნივთი, რომელიც წარმატებას მოიტანს ოჯახში
1747429516