მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
1752520229
კიდევ ერთხელ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხალხი ზელენსკის მიერ ციხიდან გათავისუფლებული კრიმინალები, მკვლელები, პედოფილები არიან, რომლებმაც იმის ნაცვლად რომ რუსეთის წინააღმდეგ ებრძოლათ, რუსეთის მხარეს გადავიდნენ და ახლა საქართველოში ცდილობენ შემოსვლას,- ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მოლდოვამ უარი განაცხადა, გაეტარებინა რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელები, რომლებიც საქართველოს საზღვართან ჩარჩნენ.
ჩიხელიძის თქმით, ზელენსკიმ კეთილი უნდა ინებოს და წაიყვანოს საკუთარ ქვეყანაში ის კრიმინალები, რომლებიც ციხიდან გამოუშვა. “კიდევ ერთხელ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხალხი ზელენსკის მიერ ციხიდან გათავისუფლებული კრიმინალები, მკვლელები, პედოფილები არიან, რომლებმაც იმის ნაცვლად რომ რუსეთის წინააღმდეგ ებრძოლათ, რუსეთის მხარეს გადავიდნენ და ახლა საქართველოში ცდილობენ შემოსვლას. ამ კრიმინალების მხრიდან საზღვრის გადმოკვეთა დაუშვებელია. კეთილი ინებოს ზელენსკიმ და წაიყვანოს თავის ქვეყანაში ის კრიმინალები, რომლებიც ციხიდან გამოუშვა”,- წერს დავით ჩიხელიძე.
თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
1752518154