დავით ჩიხელიძე: მესმის არჩევნებია და მარგინალური ჯგუფები მერიის გაშავებას ცდილობენ, მაგრამ ყველაფერი არ უნდა იკადრო. დაუშვებელია, პოლიტიკური დივიდენდების მიღებისთვის კერძო სუბიექტს შორის არსებულო დავა მუნიციპალიტეტს დააბრალო

დავით ჩიხელიძე

გუშინ განხორციელებულ გამოსახლებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი მანიპულაციური და მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, დაინტერესებული ჯგუფები გამოსახლების, მუნიციპალიტეტთან და მერთან დაკავშირებას ცდილობენ, რაც ცალსახად სიცრუე არის! საქმე შეეხება კერძო ინვესტორის საკუთრებაში არსებულ შენობა ნაგებობას, სადაც ადამიანები თვითნებურად შესახლდნენ - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

მისი თქმით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების უმრავლესობის საკუთრებაში არსებობს ფართები (საქართველოს სხვადასხვა რეგიონში) მხოლოდ მათი მცირე ნაწილი არის თბილისში რეგისტრირებული, რომელთაც მუნიციპალიტეტმა შესაბამისი შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 2 ადამიანი დაეთანხმა.

„გუშინ განხორციელებულ გამოსახლებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი მანიპულაციური და მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, დაინტერესებული ჯგუფები გამოსახლების, მუნიციპალიტეტთან და მერთან დაკავშირებას ცდილობენ, რაც ცალსახად სიცრუე არის! საქმე შეეხება კერძო ინვესტორის საკუთრებაში არსებულ შენობა ნაგებობას, სადაც ადამიანები თვითნებურად შესახლდნენ.

თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების უმრავლესობის საკუთრებაში არსებობს ფართები (საქართველოს სხვადასხვა რეგიონში) მხოლოდ მათი მცირე ნაწილი არის თბილისში რეგისტრირებული, რომელთაც მუნიციპალიტეტმა შესაბამისი შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 2 ადამიანი დაეთანხმა.

მესმის არჩევნებია და მარგინალური ჯგუფები მერიის გაშავებას ცდილობენ, მაგრამ პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ყველაფერი არ უნდა იკადრო. დაუშვებელია, პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით კერძო სუბიექტს შორის არსებულო დავა მუნიციპალიტეტს დააბრალო“, - წერს ჩიხელიძე.