„თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1751226440
,,ხალხის მხარდაჭერის გარეშე რევოლუცია ვერ მოხდება" - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მოწოდებებით გამოდიოდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, მათი ოპონენტების დავალება არის, რომ საქართველოში კლავ წახალისდეს ის ძალადობრივი კამპანია, რომელმაც რევოლუციის სახე უნდა მიიღოს.
"ეს არის გარედან მართული პროცესები, შესაბამისად, გარედან რა დავალებასაც იღებენ, იმის აღმსრულებლები არიან.
როგორც ჩანს, დავალება არის, რომ საქართველოში კლავ წახალისდეს ის ძალადობრივი კამპანია, რომელმაც, საბოლოო ჯამში, რევოლუციის სახე უნდა მიიღოს, თუმცა ვიცით, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ მათ ამ პროცესში.
შეუძლებელია ხალხის გარეშე მიხდეს რევოლუცია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ასე მყარად დგას საქართველოს ხელისუფლება და მაშინ, როდესაც ორიენტირებული ვართ ჩვენი ინტერესების გატარებაზე", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ