„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
დღეს, 4 ივლისს, შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.
„დღეს აღვნიშნავთ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. „უფრო სრულყოფილი კავშირისკენ" სწრაფვის 246 წელი ნიშნავს, რომ დემოკრატიისთვის საჭირო რთული სამუშაო არასდროს სრულდება და, რომ ქვეყნებმა ყოველთვის უნდა იძიონ თავიანთი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზები.
დაბადების დღეს გილოცავთ, ამერიკა!“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.