1782072928
კაბო ვერდემ ურუგვაისთანაც ფრედ ითამაშა
კაბო ვერდეს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ესპანეთთან ფრე შემთხვევითობა და გამართლება არ ყოფილა – პატარა კუნძულოვანი ქვეყნის ნაკრებმა ჯგუფის მეორე ფავორიტთანაც ქულა მოიპოვა. ურუგვაი-კაბო ვერდე – 2:2.
მიმდინარე მუნდიალზე ეს მატჩი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გამოდგა:
21 წუთი – ლენინიმ აფრიკელები შორეული საჯარიმო დარტყმით დააწინაურა.
44 წუთი – არაუხომ თავურით წონასწორობა აღადგინა.
45+6 წუთი – არაუხოს თავური გადაცემით კანობიომ პირველივე ტაიმში მოუპოვა უპირატესობა ურუგვაის.
61 წუთი – ვარელამ ურუგვაელი მცველების შეცდომით ისარგებლა და საფინალო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.









