როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ, შიმშილობის დროს ელენე ხოშტარიას მონახულებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში შეფასებები კეთდება. ხელისუფლების ოპონენტები მხარდაჭერაზე საუბრობენ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით, ელჩმა მათ თანადგომა გამოუცხადა.
"ის არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, რომელსაც აინტერესებს ამ ქვეყანაში რა ხდება. ის აქ მოვიდა, სწორედ იმიტომ, რომ დაინტერესდა ადამიანების მხრიდან რატომ იყო მიღებული პროტესტის ასეთი ფორმა და როგორ ვაფასებთ არსებულ ვითარებას. მისი საქციელი არ არის ჰუმანური და იმათი საქციელია ჰუმანური, ვინც უკანონოდ ადამიანებს ციხეში სვამს?" - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
ამასთან, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის შეფასებით, "მოშიმშილისთვია სოლიდარობის გამოცხადება ყველაზე ჰუმანური აქტია." მისივე განცხადებით, "არასოდეს არცერთი ევროპული ქვეყანა არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში."
ცნობისთვის, პიტერ ფიშერი 2 დღის წინ პარლამენტთან მივიდა, სადაც ელენე ხოშტარიას და სხვა მოშიმშილეებს შეხვდა. ელჩმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა.