ავარია ჭავჭავაძეზე - ერთმანეთს ორი მოტოციკლი შეეჯახა
1746014361
ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება. ჩვენი ხელისუფლების - დამოკიდებულება ჯარის მიმართ განსაკუთრებულია, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ჩართულობით ჩვენ აქტიურად ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენი ჯარის გაძლიერების და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრის ნდობით ვიდგე თქვენს გვერდით.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისთვის, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ დაუღალავი შრომისათვის, გუნდის ძლიერი და კეთილსინდისიერი ლიდერობისთვის და რა თქმა უნდა ჯარისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის.
მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ქართული ჯარის მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.
ასევე მადლობა ეკუთვნის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლის მხრიდანაც ქართული ჯარი სარგებლობს მტკიცე მხარდაჭერით.
ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ჯარს ჰქონდეს თანამედროვე აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რათა განვაახლოთ ლოგისტიკური შესაძლებლობები და გავაუმჯობესოთ სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და საჭიროებების მიხედვით, გავატაროთ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები.
გრძელვადიანი დაგეგმვის ფარგლებში, ჩვენი მიზანია თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ეტაპობრივი განვითარება, რათა შევქმნათ კიდევ უფრო კარგად გაწვრთნილი, მაღალი მოტივაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებული და მობილური ჯარი.
თავდაცვის ძალების განვითარების და გაძლიერებისა გზაზე უმნიშვნელოვანესია სამხედრო ხელმძღვანელობის როლი და პროფესიონალიზმი.
სამეთაურო რგოლის ხედვა, დისციპლინა და კეთილსინდისიერება ქმნის და აყალიბებს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებს.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც თავისი 31-წლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართველი პროფესიონალი სამხედროს მაგალითად.
ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მის მოადგილეებს, სარდლებს, ბრიგადის მეთაურებს, ბატალიონის მეთაურებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ მშვიდობას და წარმატებებს.
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.