სინოპტიკოსების გაფრთხილება - ამინდი მკვეთრად იცვლება
1751483413
პარტია "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება, სადაც ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ექსტრემიზმი ყოველთვის ცუდი არ არის, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ მათთვის ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება მიუღებელია.
"ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილება და რადიკალური პროცესი და სცენარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, მიუღებელია ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება. ჩვენ ვცნობთ ცვლილებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით. დღესდღეობით, პოლიტიკური პარტიების ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული მშვიდობიანი ცვლილებისთვის, არის მხოლოდ და მხოლოდ არჩევნები," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.