ბუდაპეშტში ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

კობახიძე

ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების - ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. პარალელურად უნგრელ კოლეგებს ხვდებიან საქართველოს მთავრობის წევრები.

მანამდე კი ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, მათ შორის საპატიო ყარაულის მონაწილეობით, გაჟღერდა ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.

პრემიერების შეხვედრის შემდეგ მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება.