კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს
1747753068
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ, ოპოზიციაში უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი გირაოს გადახდა-არგადახდის საკითხი ხდება. საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო შეფარდებული გირაო არ გადაუხდია ნიკა გვარამიას, რომლის სასამართლო პროცესიც დღესაა ჩანიშნული.
თანხის გადახდას არ აპირებენ არც ნიკა მელია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო, რადგან, მისი თქმით, ყველა საპატიმროში ვერ იქნება.
გირაო უკვე გადაიხადეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ კოლეგებს ვერ მოუწოდებს, რა გადაწყვეტილება მიიღონ, თუმცა, მეორე მხრივ ამბობს, რომ გირაოს გადახდის თემა პრინციპის საკითხია.
"მე ვერავის ვერ მოვუწოდებ გირაოსთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური ბიოგრაფია, ყველას აქვს საკუთარი რწმენა. აქ საკითხი არ დგას ფულის ბანკნოტებში და ფულის გადახდაში. აქ პრინციპის საკითხია და დიახაც, მოხარული ვარ, რომ ყველამ დაიკავა ძალიან ღირსეული პოზიცია. მე შემიძლია ვისაუბრო კოალიცია ცვლილებებზე და ირაკლი ოქრუაშვილზე. ბრძოლაში როდესაც ხარ და თანაც ამბობ, რომ ხარ უკომპრომისო ბრძოლაში, ქმედებებიც უნდა იყოს ადეკვატური და შესაბამისი. კომპრომისზე არ უნდა წახვიდე საკუთარ სინდისთან, მორალთან და უნდა გახსოვდეს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ, პოლიტიკოსებს გაცილებით მეტი მოგვეთხოვება,“ - აცხადებს ნიკა მელია.