ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
1782108621
ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში, ე.წ. უსაფრთხოების ზონაში დარჩებიან, ვიდრე ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ მინისტრი შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანამ პრემიერის თანამდებობას იკავებს, ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი ვერ მოიპოვოს.
„ვფიცავ, რომ ისრაელის სახელმწიფო ჩვენი ხალხისთვის ისტორიის ხანმოკლე ეპიზოდი არ იქნება. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს. ლიბანის სამხრეთით, უსაფრთხოების ზონაში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენიც ჩრდილოეთით მოსახლეობის დაცვისთვის იქნება საჭირო. რაც შეეხება ირანს, პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, სანამ მე ისრაელის პრემიერ- მინისტრი ვიქნები, ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას არ მივცემთ“, - განაცხადხა ნეთანიაჰუმ.