1780555563
ბატონ გვარამიას აშკარად ელანდება ისეთი საკითხები, რომელიც არცერთ ქართველს და არცერთ ამერიკელს არ დაუძრავს საუბრების დროს - გრიგოლ გეგელია
ახალი ურთიერთბრალდებები ოპოზიციურ ფლანგზე - დაპირისპირება გრძელდება როგორც 9 პარტიის ალიანსში, ასევე "ლელოსა" და "ახლებს" შორის.
ოპოზიციაში განხეთქილება მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქართველოში მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის გზავნილები ყველამ სხვადასხვანაირად გაიგო. ამჯერად, უთანხმოება საპარლამენტო ბოიკოტზეა.
ნიკა გვარამიას ბრალდებებს გრიგოლ გეგელიამ უპასუხა. გეგელიას თქმით, გვარამიას ელანდება ისეთი რაღაცები, რაც არც კი გაჟღერებულა.
"მკაფიოდ განვაცხადე, რომ ნიკა გვარამიას აზრები ჩემთვის არ არის ყველაზე საინტერესო რამ. ბევრად უფრო საინტერესოა ის, რაც მითხრეს პირადად ამერიკელებმა და ის, რაც წერია საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.
ბატონ გვარამიას აშკარად ელანდება ისეთი საკითხები, რომელიც არცერთ ქართველს და არცერთ ამერიკელს არ დაუძრავს ამ ჩვენი საუბრების დროს. ეს არის, მათ შორის, გზების აღდგენის საკითხი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.











