1780555563
ამერიკული და ქართული საგამოძიებო უწყებების ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში თაღლითობისთვის დაკავებულ სამ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი - 15 000 ლარიანი გირაო
ამერიკული და ქართული საგამოძიებო უწყებების ერთობლივი ოპერაცია და პასუხისგებაში მიცემული 9 პირი - დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ნაწილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
აღკვეთის ღონისძიების სახედ, სამ დაკავებულს პატიმრობა, ერთს კი - 15 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. კიდევ 5 დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის შექმნას ჰპირდებოდნენ. ორმა ჯგუფმა 65 მოქალაქეს 112 000 დოლარი გამოსძალა.
ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.












