ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სუსში გამოკითხვაზე მივიდა

ანი ნადარეიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

კითხვაზე, რა საერთო აქვს „სამალავების საქმესთან“ , ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ სამალავებთან არაფერი აკავშირებს.

 „არანაირი საერთო არ მაქვს. არ მჯერა მაგ სამალავების“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში არ იყო ჩართული, თუმცა, მათ გულშემატკივრობდა.

„არანაირ ორგანიზებაში არ ვიყავი ჩართული, თუმცა ვარ აქტივისტი, რომელიც გულშემატკივრობს ამ ყველაფერს,“- აცხადებს ნადარეიშვილი.