პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1749753366
მშენებლობის თემაში უამრავი ეკონომიკური დანაშაული ჩვენ გვახსოვს, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ ტერმინის გამოყენებისთვის, "გადაყრიდნენ" ხოლმე ათასობით მოქალაქეს შემდეგ მოიხდიდნენ სასჯელს რამდენიმე წლიანს და შემდეგ ეს მითვისებული თანხა რჩებოდათ მათ, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების ჩამდენ პირებზე ახალ ინიციატივას.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი ინიციატივით, სასჯელის მოხდის შემდეგ ითვლება ის ვადა, რომლის გასვლამდეც ვერ დატოვებს დამნაშავე ქვეყანასაც კი მანამ სანამ ზიანს არ აანაზღაურებს.
"მე მგონი საუკეთესო ინიციატივაა, იქიდან გამომდინარე, რომ სასჯელის მოხდის შემდგომ იწყება ამ ვადების ათვლა, ანუ სასჯელს რომ მოიხდის ამის შემდეგ ითვლება ის 6, 12, თუ 16 წლიანი შესაბამისი დანაშაულის ხარისხის და ხანდაზმულობის მიხედვით ითვლება ის ვადები, რომელი ვადის განმავლობაშიც ქვეყანასაც კი ვერ დატოვებს, მანამ სანამ ზიანს არ აანაზღაურებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია და ხვალ შეიძლება დამნაშავე იყო აქვს მოლოდინი რომ ამდენი ზიანი მიაყენა სხვა ადამიანს და წავა და თავისთვის ბედნიერად იცხოვრებს ეს ასე არ არის.
"ეს ბაჩიაშვილი იქნება, თუ სხვა ნებისმიერ ადამიანი, რომელიც დღეს ბრალდებულია, ხვალ მსჯავრდადებული იქნება და მას დაუმტკიცდება, რომ ეს კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ამ დანაშაულის შედეგად მიაყენა მეორე ადამიანს შესაბამისი ზიანი, ვიდრე ამ ზიანს არ აანაზღაურებს ასე თავისუფლად უკაცრავად ამ სიტყვისთვის ვერ იპარპაშებს, ანუ თუ ვიღაცას, მათ შორის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბაჩიაშვილს თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია და ხვალ შეიძლება დამნაშავე იყო აქვს მოლოდინი რომ ამდენი და ამდენი ზიანი მივაყენე სხვა ადამიანს და წავალ მეორე და ჩემთვის ბედნიერად ვიცხოვრებ ეს ასე არ არის. თქვენ რომ ვიღაცამ ზიანი მოგაყენოთ და თქვენი ეს ნაწვალები ქონება, რაც ხელფასით გაქვთ დაგროვებული, სახლი თუ რაღაც რაც შეიძინეთ კრედიტით მოგპაროთ, წაგართვათ, მიითვისოს, ვიდრე არ დაგიბრუნებთ და ამისი ამოღება შესაძლებელი იქნება დაკავშირებული პირისგან, თუ დაუმტკიცდება, რა თქმა უნდა, დაუსაბუთებელი ქონება თუ ექნება ოჯახის წევრს და დაკავშირებულ პირს და იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ამით არის შეძენილი და ა.შ. გამარტივდება ამ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მიქცევა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.