1784020802
არანაირი კითხვა მათთან არ მაქვს, მათ დაავალეს, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინათ, შეეტანათ პროკურატურაში და მათ ეს გააკეთეს - ბადრი ჯაფარიძე "ნეიტრალურ საქართველოზე"
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესები გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე იკითხებიან "ნეიტრალური საქართველოს" წევრები, რომელთა საჩივრის საფუძველზეც 2025 წელს ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
8 პოლიტიკოსს კი ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის არის საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პროკურატურაში საჩივრის შეტანა "ნეიტრალურ საქართველოს" დაავალეს.
"მასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. არანაირი კითხვა მათთან არ მაქვს, მათ დაავალეს, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინათ, შეეტანათ პროკურატურაში და მათ ეს გააკეტეს. დანარჩენი მათზე იყოს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.










