„სულ ამბობდა, მე რომ მოვკვდები, მიტირებ?...“ - თაკო მთიულიშვილი ტრაგიკულ დღეს იხსენებს
1779308432
ოპოზიციის ალიანსის საორგანიზაციო შეკრება "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე - ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირებაა.
არსებული ინფორმაციით, 2 დღის წინ, 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, ალიანსის ლიდერების შეხვედრას სააკაშვილის პარტია არ ესწრებოდა. აქციის გეგმებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ყოფილმა "ნაციონალებმა" მოქმედი "ნაციონალების" გარეშე იმსჯელეს.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ რომელიმე პარტიის კონკრეტულ შეხვედრაზე არდასწრება განსაკუთრებული განხილვის საგანი არ უნდა გახდეს.
"არ მგონია, რომელიმე პარტია, "ნაცმოძრაობა" იქნება თუ სხვა, რომელიმე შეხვედრას არ არა, ვერ დაესწრება და ეს უნდა იყოს რაღაც განხილვის საგანი. გვაქვს კომუნიკაციის საშუალებები და თუ რამე გადაწყვეტილებაა მისაღები იმ წესების თანახმად, რაზეც ვართ ჩვენ ჩამოყალიბებული, შეთანხმებული, ამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ამიტომ, მე ვერაფერს ვხედავ აქ განსაკუთრებულს. "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური პარტია, ამ ალიანსის ნაწილია, ყოველ შემთხვევაში, ეს მათი განცხადებებია და გარკვეულ მოქმედებებში ისინი აქტიურად არიან ჩართული", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი.