„25 წლის ბიჭმა 37 წლის კაცი მოკლა...“ - ცნობილია, ისანში მომხდარი მკვლელობის საქმის განაჩენი
1750270256
არათუ დემოკრატიული, არამედ არ არსებობს ჰიბრიდული რეჟიმიც კი, ავტოკრატიისკენ გადახრილი, სადაც ოდირ-ი არჩევნებს არ აკვირდება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილის თქმით, გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ჩაატაროს არჩევნები ყველანაირი დაკვირვების გარეშე.
„საქმე გვაქვს არნახული მასშტაბის ნაძირალობასთან და ამ ქვეყნის ბაშკირტისტანად და ჩეჩნეთად ქცევასთან. პერსპექტივა აღარ არის, ეს არის უკვე აბსოლუტური რეალობა. ივანიშვილის ამ დასაქოქი სათამაშოს კომენტარით გამოჩნდა განზრახვა, რომ უნდათ, ჩაატარონ არჩევნები ყველანაირი დაკვირვების გარეშე. ეს ხდება მხოლოდ უმძიმეს ავტოკრატიებში. ჩვენ ამ ფაზაში ვართ შესული, ბრძოლის ამ ეტაპზე ვართ. ძალიან სერიოზული და მძიმე პრობლემის წინაშე დგას ეს ქვეყანა და წამობრივი, წუთობრივი და საათობრივი საკითხი ხდება ამ რეჟიმის, ამ მავნებლების სასწრაფოდ მოშორება ქვეყნიდან, რადგან საქმე ეხება უკვე არა ქართულ დემოკრატიას, არამედ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და უბრალოდ ყოფას, ყოველდღიურობას. შეიძლება, საერთოდ ვეღარ ვიარსებოთ და ვიარსებოთ რაღაც ღია ცის ქვეშ არსებულ ერთ დიდ ციხეში“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირ-ის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირ-ის ყველა რეკომენდაცია“. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირ-ის დასკვნას, ახლა ჩვენ გვთხოვენ მათ მოწვევას“. კობახიძის განმარტებით, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე მისიის მოწვევა. „ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება მათი დატვირთვა ამ არჩევნებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ჯანსაღი ფორმით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.